ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ს/ს ინსტიტუტი
გიწვევთ
მეორე სამეცნიერო კონფერენციაში – „ტექსტი და ინტერპრეტაცია" – მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენცია გაიმართება 2024 წლის მაისში.
კონფერენცია ეძღვნება ფაკულტეტის დამაარსებლისა და დასავლური ენების კათედრის პირველი გამგის, ერეკლე ტატიშვილის, დაბადებიდან 140 წლისთავს.
კონფერენცია მიესალმება მოხსენებებს, რომლებიც შეეხება:
- ტექსტის ინტერპრეტაცია ლიტერატურათმცოდნეობაში
- ტექსტის ინტერპრეტაცია სხვა მწერლების ნაწარმოებებში
- ტექსტის ინტერპრეტაცია ხელოვნების სხვადასხვა დარგში (თეატრი, კინემატოგრაფი, ბალეტი და სხვ.).
- თარგმანი, როგორც ტექსტის ინტერპრეტაცია.
- ტესტის ლინგვო-სტილისტური ინტერპრეტაცია.
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 1 მაისი. თეზისების გაფორმების წესი, გთხოვთ იხილოთ დანართში.
საკონტაქტო ელ. ფოსტა: textandinterpretation@gmail.com
საკონტაქტო პირები: მანანა გელაშვილი, ლიზი ძაგნიძე
- შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება რეცენზირებად ონლაინ ჟურნალში „ტექსტი და ინტერპრეტაცია“.
APA – თეზისების გაფორმების წესი:
თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
- სათაური — 16 ზომის შრიფტით ცენტრში (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ავტორ(ებ)ი — 14 ზომის შრიფტით ცენტრში (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- ორგანიზაცია, მაგ., „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“— 14 ზომის შრიფტით ცენტრში (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
- საკვანძო სიტყვები ორივე ენაზე - 12 ზომის შრიფტით;
- თეზისები დაიწყეთ ახალი გვერდიდან;
- რეზიუმე ინგლისურ ენაზე –12 ზომის შრიფტით; (500 სიტყვა) + გამოყენებული ლიტერატურის მოკლე სია;
- რეზიუმე ქართულ ენაზე - 12 ზომის შრიფტით; + გამოყენებული ლიტერატურის მოკლე სია;
შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
ფორმატი — A4
სტრიქონებს შორის მანძილი –1.15;
მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ;
ფურცელი არ ინომრება.